|
2022-07-15 14:19:35, 1362 ნახვა
რეგიონი
აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები ტურიზმის კუთხით იმერეთის გამოცდილებას გაეცნენ
აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები იმერეთის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების პარალელურად სასწავლო ტურის მონაწილეები იმერეთის ძირითად ტურისტულ ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს სტუმრობდნენ, სადაც მათ იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და დმო იმერეთის ორგანიზებით გაიმართა. რამდენიმედღიანი ინტენსიური ტრენინგების მიზანი აჭარის საოჯახო-სასტუმროების წარმომადგენლებისთვის იმერეთის წარმატებული ტურისტული მაგალითების გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება იყო. ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 100-მდე გიდის, საოჯახო-სასტუმრო სახლისა და მარნის მეპატრონის გადამზადება შეძლო. გამოცდილების გაზიარების მიზნით მათი ნაწილი კახეთს, ნაწილი კი იმერეთს სტუმრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)