|
2022-07-14 17:26:13, 1711 ნახვა
რეგიონი
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოქანდაკის, მხატვრისა და მწერლის ნინო თაბუაშვილის (თაბური) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოქანდაკის, მხატვრისა და მწერლის ნინო თაბუაშვილის (თაბური) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა შემოქმედებითი მუშაობა სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, რომელიც ქანდაკებებთან ერთად მოიცავს ბარელიეფებს, მედალიონებს, ნახატებს ფერწერულ და გრაფიკულ ჟანრში. ნინო თაბუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებში, ორჯერ კი მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. იგი იყო მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და მხატვარი. შემდეგ ის მწერლობამ გაიტაცა და ათზე მეტი ისტორიული რომანი გამოსცა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, ნამუშევრები კი დაცულია მუზეუმებში, კულტურის სამინისტროსა და სამხატვრო ფონდის საცავებში, ასევე ინახება ოჯახებში. წარმოშობით სოფელ დოესის მკვიდრის ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის მართლაც სიურპრიზი იყო, რადგან ისინი აქ არასოდეს გამოფენილა და შესაბამისად უცნობი იყო. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა მოქანდაკის ძმისშვილებს ქეთი და გიორგი თაბუაშვილებს, რომლებმაც მუზეუმს 30 ბარელიეფი, 10 მრგვალი ქანდაკება, 12 ფერწერული ტილო და წიგნები საჩუქრად გადასცა. ნინო თაბუაშვილი 2018 წელს გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)