|
2022-07-14 15:09:24, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი
ბოლო მონაცემებით, ვინიცას ცენტრზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა 20 კი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილ ტიმოშენკო ავრცელებს. ტიმოშენკოს თქმით, ოკუპანტებმა ვინიცის ცენტრს კალიბრის საკრუიზო რაკეტები დაარტყეს,რომლებიც შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს. "ამ დროისთვის ცნობილია ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. 90-მა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის ", - ნათქვამია ანგარიშში. სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევასთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება ვინიცის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით დაიწყო. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია განზრახ მკვლელობასთან. ამასთან, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე არიან პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის ქალაქ ვინიცაში რადმენიმე აფეთხება მოხდა. ვინიცას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონის თავზე ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს. მისივე ცნობით, სამი რუსული რაკეტა საოფისე ფართის შენობას მოხვდა. ამასთან დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც.
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)