|
2022-07-12 14:09:29, 1065 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი 13,8 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას გეგმავს
ევროკავშირი ამზადებს დირექტივას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციას დაუშვებს,- ამის შესახებ ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეიდერსმა პრაღაში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩასვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხა ევროკავშირის ფონდს უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად გადაეცემა. „ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ. დირექტივა დამტკიცდება ოქტომბერში", - განაცხადა რეინდერსმა. ამასთან ევროკომისარმა განაცხადა, რომ ამ დირექტივის მიღების შემდეგ სანქციების გვერდის ავლის მცდელობა ევროკავშირის სისხლის სამართლის დანაშაულთა სიაში შევა. რეინდერსი აღნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების 13,8 მილიარდი ევროს აქტივებიდან, 12 მილიარდ ევროზე მეტი გაყინულია მხოლოდ ხუთ წევრ ქვეყანაში. ამასთან, ივნისის ბოლოს, დასავლეთის მოკავშირეების სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის ელიტის აქტივების თვალყურის დევნებაზე გამოაცხადა, რომ 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები, რომლებიც ეკუთვნოდა რუსი ოლიგარქების ან სანქცირებული ელიტების იყო გაყინული, ისევე როგორც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი ცენტრალური ბანკიდან. ამ სამიზნე ჯგუფში შედის აშშ, ავსტრალია, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ევროკომისია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)