|
2022-07-12 12:38:58, 1679 ნახვა
ომი უკრაინაში
3 მილიონი უკრაინელი ევროკავშირის ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნდა
3 მილიონი უკრაინელი, რომლებმაც უკრაინა ომის გამო დატოვეს, ევროკავშირის ქვეყნებიდან უკვე სამშობლოში დაბრუნდა,- ამის შესახებ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა განაცხადა. მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ, 3,2-დან 3,7 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი ევროკავშირში ცხოვრობს. მთლიანობაში, ევროკავშირის საზღვარი 6,7 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა. „ჩვენი მონაცემებით, 6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით 3 მილიონი უკვე დაბრუნდა. დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა",- აცხადებს იოჰანსონი. ევროკომისარის თქმით,უკრაინელი ლტოლვილების ნაკადი ევროპის ქვეყნებში თითქმის დაუბრუნდა რუსეთის სამხედრო შემოჭრის დაწყებამდე 24 თებერვლის დონეს. გაერო-ს მონაცემებით, 6 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 8,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, 3,2 მილიონი დაბრუნდა ქვეყანაში. ამჟამად რუსეთში ცხოვრობს უკრაინის 1,5 მილიონი მოქალაქე. პოლონეთმა მიიღო 1,2 მილიონი ადამიანი, მოლდოვამ - 83,800 ადამიანი, რუმინეთმა - 83,700 ადამიანი და სლოვაკეთმა - 80,500 ადამიანი.
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)