|
2022-07-09 11:20:29, 1126 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია - ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშინგტონში და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებს და მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ მათი ხედვები მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, „კოლანჯელო და პარტნერსი” აქტიურად იმუშავებს მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ. ეს უდავოდ აისახება ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. „კოლანჯელო და პარტნერსი” ერთ-ერთი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიაა, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს. „ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენთან თანამშრომლობით და თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი აქტივობების შედეგად, ქართული ღვინის ცნობადობა უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ შეიქმნას და დამკვიდრდეს „ქართული ღვინო“, როგორც გლობალური ბრენდი, მოხდეს მისი პოპულარიზაცია მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის უნიკალური მომენტი, როცა ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც როგორც ღვინის ექსპორტიორები, ასევე საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დეტალურად განიხილეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების სტრატეგია. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ამერიკაში ქართული ღვინის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართული ღვინის კომპანიებისა და ამერიკელი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების დაკავშირება, ამავე დროს, ამერიკაში მოღვაწე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. „ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილი აქტივობები მიიზიდავს აღნიშნულ აუდიტორიას, შეიქმნება მეტი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ”,-განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანთან ერთად, ვაშინგტონში მდებარე ღვინის მაღაზიაში „Bach 13” ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებლებით და არსებული პოტენციალით დაინტერესდა. როგორც მაღაზიის მეპატრონემ, გიგა გრიგოლიამ აღნიშნა, მაღაზია ამერიკელ მომხმარებელს საქართველოდან 30-მდე კომპანიის ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს სთავაზობს. მისივე თქმით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)