|
2022-07-06 15:30:52, 1235 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი აშშ-ს კორონავირუსის შექმნაში ადანაშაულებს და კომპენსაციას ითხოვს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გადაწყვიტა კორონავირუსის „შექმნაზე“ პასუხისმგებელი პირები მოეძებნა და რა თქმა უნდა, ამაშიც ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა. ვოლოდინის განცხადებით, ვაშინგტონმა „პასუხი უნდა აგოს“ COVID-19-ის „შექმნაზე“, ვინადან ისინი „პანდემიის ნამდვილ დამნაშავეები“ არიან. მისი მტკიცებით, COVID-19 შეიძლება გამოვიდეს ამერიკული ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიებიდან. თუმცა, ამის არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ აქვს. „მილიონობით დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ადამიანების ცხოვრების დონის ვარდნა არის COVID-19-ის შედეგი, რისთვისაც ვაშინგტონმა პასუხი უნდა აგოს. ყველა სახელმწიფოს, რომელიც დაზარალდა პანდემიით, შეერთებული შტატები ვალდებულია აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი“, - განაცხადა ვოლოდინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)