|
2022-07-06 13:28:05, 1308 ნახვა
მსოფლიო
22 ადამიანი, რომელიც ლიბიის სანაპიროებთან ავარიულ გემზე იყვნენ ჩარჩენილი, გაუწყლოებისგან გარდაიცვალნენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მალის მთავრობამ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროებთან ნავის კატასტროფის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა. უწყების ცნობით, დაღუპული ადამიანები იყვნენ იმ 83-კაციანი ჯგუფის ნაწილი, რომლებიც 22 ივნისიდან ავარიულ ხომალდზე იყვნენ ჩარჩენილი. სამინისტრომ და გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) განაცხადეს, რომ 61 ადამიანი გადაარჩინეს ლიბიის სანაპირო დაცვის დახმარებით. IOM-ის სპიკერმა, საფა მსჰლიმ განაცხადა, რომ 22 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი იყო დახრჩობა და გაუწყლოება. "დარჩენილი მიგრანტები გადაიყვანეს ალ-მაიას დაკავების ცენტრში, ლიბიაში", თქვა მან. ცნობისთვის, გასულ კვირას, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, როდესაც დაახლოებით 2000 ადამიანი ცდილობდა გადასულიყო ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავში. უფლებადამცველმა ჯგუფებმა მაროკოსა და ესპანეთში მოითხოვეს ინციდენტის "ყოვლისმომცველი" გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)