|
2022-07-05 16:04:44, 1512 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის ინიციატივით 28 ბავშვი ნახჩევანის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლის ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს
აჭარის მთავრობის ინიციატივითა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით, 28 ბავშვი ნახჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გაემგზავრა. ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან. ბავშვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გააცილეს. "ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა, რომელიც ითვალისწინებს მოზარდების სპეციალიზებულ ცენტრში რეაბილიტაციას. ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების დარღვეული პრობლემები ბევრ ბავშვს აწუხებს. ჩემი კოლეგა, ბატონი ვასილ თალიბოვი ამ გამოწვევას გაეცნო და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აჭარიდან ბავშვებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს კონკრეტული სარეაბილიტაციო ცენტრი ყოფილიყო მათ სამსახურში''- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სადღეღამისო მომსახურებით და ასევე, ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობით, გაეწევათ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სერვისები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)