11:00 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 11:15:04, 1097 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ს გენმდივნის მოადგილე - რუსეთი ცდილობს მოლდოვას დესტაბილიზაციას, მაგრამ არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები

უკრაინაში სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეში რუსეთი ცდილობს მოლდოვას დესტაბილიზაციას , მაგრამ მას არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები დნესტრისპირეთში დაშვებისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა გეოანამ განაცხადა. 

ჯოანმა აღნიშნა, რომ ახლა ნატო ვერ ხედავს ნიშანს, რაც გამოიწვევს შიშს რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ მოლდოვაში.

„რუსეთის ფედერაციას არ აქვს სამხედრო პოტენციალი, მაგრამ არის ზეწოლის ელემენტები, დესტაბილიზაცია, განცხადებები და მუქარა დიმიტრი მედვედევის მხრიდან“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics