|
2022-07-02 10:11:09, 1216 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის (GTS) ყოველთვიური მოცულობა 1991 წლიდან პირველად შემცირდა. ივნისში მან 1,25 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების პასუხისმგებელი სამსახური ავრცელებს. როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, გაზპრომმა გრძელვადიანი კონტრაქტით კუთვნილი სიმძლავრის მხოლოდ 38% (3,29 მილიარდი კუბური მეტრი) გამოიყენა. „გაზპრომის“ მანიპულაციური ქმედებების შედეგად ივნისის დასაწყისიდან ევროპაში გაზის ფასი თითქმის 42%-ით გაიზარდა, კრემლი აგრესიას იყენებს არა მხოლოდ სამხედრო განზომილებაში: ამის მაგალითია ევროპაში გათბობის სეზონის ჩაშლის მცდელობები. ნამდვილი ჰიბრიდული ომის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინის GTS ინფორმაციით, გაზპრომი არ აგრძელებს დაჯავშნილი და ფასიანი სიმძლავრის გამოყენებას, რაც შეადგენს 77,2 მილიონ კუბურ მეტრს დღეში. ასევე, რუსმა მონოპოლისტმა არ ისარგებლა GIS "სოხანოვკას" სიმძლავრეების გადაცემის შესაძლებლობით და არ მონაწილეობს სიმძლავრის დაჯავშნის აუქციონებში. „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გაზსადენზე ტრანზიტის შეზღუდვასთან ერთად, ეს იწვევს ევროკავშირის გაზის ბაზრის „დაწურვას“ და ფასების ზრდას“, - ვკითულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ივნისში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტმა აშშ-დან ევროპის ქვეყნებში ისტორიაში პირველად გადააჭარბა რუსეთიდან მიწოდებას. ეს მოხდა „გაზპრომის“ გადაწყვეტილების გამო, რომ შეემცირებინა ექსპორტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)