00:22 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 03:18:57, 1377 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფის 26 წევრი დააკავეს

„თბილისის პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 26 ადამიანი. ცნობას შსს ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ისინი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ამას კავშირი არ აქვს სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან. მის ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო.

“თბილისი პრაიდის” მუსიკალური ფესტივალამდე, უკტრაკონსერვატორული ჯგუფის, “ალტ-ინფოს” ლიდერები დააკავეს. ამის შესახებ თავად “ალტ-ინფო” იუწყება საკუთარ ტელეგრამის არხზე. მათივე ცნობით, პარტიის ლიდერები ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს.

2 ივლისს თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

ულტრაკონსერვატორული ჯგუფის, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები, ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო სავარაუდო მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 27 ივნისს პოლიციამ გამოკითხა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics