|
2022-07-01 10:44:01, 1026 ნახვა
მსოფლიო
1 ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება
ჩეხეთი 1 ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლს 6 თვით დფაიკავებს. ქვეყნის მთავრობამ წარმოადგინა თავისი პრიორიტეტები ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარეობისთვის, უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხებთან ერთად, ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ჩეხეთი იყო უკრაინის კანდიდატურის სტატუსის ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად და განაცხადა, რომ აპირებს გამოიყენოს თავმჯდომარეობა კონსენსუსის მისაღწევად. "ჩეხეთი მხარს დაუჭერს ევროკავშირის ინსტრუმენტების შემდგომ გამოყენებას უკრაინას იარაღის მიწოდებისთვის რა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის დასასრულებლად ნათელია, რომ უნდა მოვაცდინოთ ზეწოლა რუსეთზე, შევინარჩუნოთ ევროპული ერთიანობა, და ვეცადოთ, რომ ვლადიმერ პუტინის აგრესიული გეგმები არ შესრულდეს,“-აცხადებს ჩეხეთის პრემიერი პეტრ ფიალა. ფიალამ ასევე ხაზი გაუსვა ბლოკში სოლიდარობის აუცილებლობას უკრაინელი ლტოლვილების ნაკადის გასამკლავებლად, რომელთაგან ჩეხეთმა მიიღო 350 000-ზე მეტი. ევროკომისიასთან თანამშრომლობით, ქვეყანა ყურადღებას გაამახვილებს საკმარისი დაფინანსების გამოყოფაზე შესაბამისი წევრი ქვეყნებისთვის, ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის, რომლებიც ებრძვიან კრიზისს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)