00:29 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 18:21:11, 732 ნახვა

სამართალი
ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო, 3 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამო, 3 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

ორდერი გაიცა სამი პირის მიმართ: ბ-ნი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი და ბ-ნი დავით გეორგიევიჩ სანაკოევი.

პირველმა წინასასამართლო პალატამ, რომელიც შედგებოდა 3 მოსამართლისგან პეტერ კოვაჩის, რეინ ადელაიდ სოფი ალაპინი-განსოუს და  მარია დელ სოკორო ფლორეს ლიერისგან, პროკურორის განცხადების საფუძველზე საქმე 2022 წლის 10 მარტს განიხილეს.

„არსებობდა გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ამ სამი ეჭვმიტანილიდან თითოეულს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებებზე. დაკავების ორდერი ეხება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებულ ქმედებებს. არსებობს დასაბუთებული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველოს სამხრეთ ოსურ ნაწილში ეთნიკურად ქართველებად მიჩნეული მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, მძევლად აიყვანეს, არასათანადოდ მოექცნენ და მძიმე პირობებში ამყოფებოდნენ ცხინვალის დაკავების ცენტრში (ე.წ. "იზოლატორი" ან „KPZ“ დაკავების ცენტრი), სანამ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ვაჭრობის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა პატიმრებისა და დაკავებულების გაცვლისთვის. გაცვლის შედეგად დაკავებულები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამხრეთ ოსეთი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან პალატის მითითებით, ეჭვმიტანილები უნდა დააკავონ და ეს საქმე შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას ან ნებისმიერ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას აღსრულებისთვის უნდა გადაეცეს.

„ბატონი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი,რუსეთის მოქალაქე, დაბადებული 1955 წლის 28 სექტემბერს ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში; ადრე იყო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი პოლიციელი და 2005 წლიდან მინიმუმ 2008 წლის 31 ოქტომბრამდე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულებებზე (უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანა) ჩადენილი 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე.

ბ-ნი გამლეტ გუჩმაზოვი, რუსეთისა და სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წლის 9 ივლისს სამხრეთ ოსეთში, საქართველო; იზოლატორის ხელმძღვანელი. სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ჩადენილი ომის დანაშაულებებზე (უკანონო პატიმრობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანა).

ბ-ნი დავით გეორგიევიჩ სანაკოევი, დაბადებული 1976 წლის 14 დეკემბერს ცხინვალში, საქართველო; სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე ცნობილი როგორც ომბუდსმენი, იმ დროს, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე ჩადენილი ომის დანაშაულებებზე (მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანა)”,- აღნიშნულია პალატის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პალატამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რეგისტრატორს,  პიტერ ლუისს, დაავალა მოემზადებინა დოკუმენტი თანამშრომლობის შესახებ ეჭვმიტანილთა დაკავებისა და ჩაბარების მოთხოვნით და, ICC-ის პროკურორთან კონსულტაციებითა და კოორდინაციით, გადასცეს თხოვნა ნებისმიერი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს ან რომელიმე სხვას. საერთაშორისო ორგანიზაციამ ითანამშრომლოს სასამართლოსთან ეჭვმიტანილთა დაკავებისა და ჩაბარების მოთხოვნის აღსრულების მიზნით.

ამასთან, 2016 წლის 27 იანვარს, წინასასამართლო პალატამმისცაპროკურორს უფლებამოსილება გაეგრძელებინა გამოძიება ICC-ის იურისდიქციის ფარგლებში დანაშაულებებზე, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია სამხრეთ ოსეთში, საქართველოში და მის გარშემო, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics