03:59 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 18:28:23, 1464 ნახვა

კომენტარი
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ხოშტარიას - ყველა მსგავსი განცხადება არის უბრალოდ ტყუილი და ცილისწამება

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ხოშტარია აცხადებს, რომ ბათუმის პორტში რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის ტრანზიტს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

ამირან გიგუაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვერც ახლა და ვერც მომავალში, ვერც ელენე ხოშტარია და ვერც სხვა რომელიმე პოლიტიკოსი, ვერ წარმოადგენს რაიმე რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებს ბატონი უჩა მამაცაშვილის კავშირს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში.

„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო საშუალებაში გავიდა ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ სრული სიცრუე იყო  ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთულ ტანკერთან და საერთოდ საზღვაო გადაზიდვებთან უჩა მამაცაშვილის შეხებასთან დაკავშირებით, დღეს ელენე ხოშტარიამ კვლავ გააგრძელა ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი კამპანია და განაცხადა, რომ შესასწავლია უჩა მამაცაშვილის როლი რუსული სანქციებისგან თავის არიდების სქემაში.

თავად ელენე ხოშტარია აღიარებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ რეალურად, ვინ შეიძლება იდგეს რუსული საწვავით დატვირთული ტანკერის უკან, თუმცა საზოგადოების თვალის ასახვევად, მაინც ცდილობს უჩა მამაცაშვილის დისკრედიტირებას.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში 2 დღის განმავლობაში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი იდგა. საუბარია სავარაუდოდ სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა - ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან.

ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 28 ივნისს ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ამ გემის უკან დგას, წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე ბიზნესმენი დავით იაკობიშვილი.

ხოშტარიას თქმით ადგილი აქვს სანქციების თავიდან არიდების მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც გემებს წარმოშობის ისტორიას უცვლიან.  




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics