|
2022-06-28 13:40:28, 1118 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლესა და ქალიშვილს სანქციები დაუწესა
რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლესა და ქალიშვილს სანქციები დაუწესა, იუწყება Reuters. რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს ცნობით სანქციების გაფართოებულ სიაში, ჯილ ბაიდენი და ეშლი ბაიდენი აშშ-ს 25 მოქალაქეს შორის მოხვდნენ. ეს ნაბიჯი გადაიდგა "როგორც პასუხი აშშ-ს მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილის - მარია ვორონცოვასა და კატერინა ტიხონოვას მიმართ. პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა შკრებნევას ორი ზრდასრული ქალიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი, სანქციების სამიზნე გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)