|
2022-06-28 10:51:57, 1436 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი დააკავეს
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით, ის მეგობრებთან ერთად სეირნობდა, როდესაც პოლიცია მივიდა და ილია დააკავა. „მეგობართან ილია იაშინთან ერთად ვისეირნეთ პარკში, ხამოვნიკში. პოლიცია მოვიდა და ილია წაიყვანა არავინ იცის სად", - წერს ირინა ბაბლოიანი თავის ტელეგრამაში . ცოტა მოგვიანებით, იაშინის მეგობარმა განუცხადა OVD-Info-ს, რომ პოლიტიკოსი გადაიყვანეს ლუჟნიკის პოლიციის განყოფილებაში. ადვიკატის ვადიმ პროხოროვის თქმით, პოლიციამ შეადგინა ოქმი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ. „ლუჟნიკის პოლიციის სამმართველოში არ მაძლევენ დაკავებული ილია იაშინის ნახვის უფლებას. არსებული ინფორმაციით, მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 ადმინისტრაციული მუხლის „დაუმორჩილებლობა. პოლიციელის კანონიერი ბრძანებაზე. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება - სამშაბათს, 28 ივნისს (ხამოვნიჩესკის რაიონული სასამართლო)“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ილია იაშინი არის იმ რამდენიმე წამყვან რუსი ოპოზიციონერს შორისაა, რომელიც რჩება ქვეყანაში დაღიად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ უკვე არაერთხელ დადგა რეპრესიების საფრთხის ქვეშ, ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს მოსკოვის კრასნოსელსკის ოლქის ორ დეპუტატს რუსული არმიის შესახებ „გაყალბების“ შესახებ ბრალი წაუყენეს. მარტის დასაწყისში დეპუტატთა საბჭომ მიიღო განცხადება „უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციასთან შეუთანხმებლობის შესახებ“. ამ საბჭოს წევრი იაშინი მოწმის სახით დაიკითხა. 20121 წლის ივლისში იაშინი მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა, თავისი გადაწყვეტილება კი კრასნოსელსკის რაიონის მუნიციპალიტეტზე გაზრდილი ზეწოლით ახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)