|
2022-06-28 10:45:17, 966 ნახვა
მსოფლიო
კანადა რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს
კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. განცხადება გაკეთდა გერმანიაში, ბავარიის ალპებში G7 სამიტის მეორე დღეს. მსოფლიო ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.კანადის სანქციების ახალი პაკეტი შეეხება ექვს ფიზიკურ პირსა და 46 კომპანიას, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სექტორთან. " სანქციები ასევე შეეხება 15 უკრაინის მოქალაქეს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას ასევე ბელარუსის მთავრობის 13 წარმომადგენელს და თავდაცვის პირს,"- ნათქვამია კანადის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, სანქციების ამ ახალი რაუნდით კანადის მთავარი მიზანი არის "კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგობა". კანადის პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას G7-ის ლიდერებთან ერთად მიიღებს დასავლელი პარტნიორების მიზანია "მუდმივი და კოორდინირებული ზეწოლა, რათა დასრულდეს ვლადიმერ პუტინის ომი". სანქციების შესახებ ინფორმაცია დიდი შვიდეული G7-ის სამიტის მეორე დღეს გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)