|
2022-06-28 10:36:10, 2896 ნახვა
მსოფლიო
ტეხასში მიტოვებულ სატვირთოში 46 ადამინი გარდაცვლილი იპოვეს
ტეხასის შტატში, სან ანტონიოში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. სან ანტონიოს მეხანძრე-მაშველის ჩარლზ ჰუდმას განცხადებით, მათ სატვირთოდან 16 ადამიანი გამოიყვანეს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები და გონზე იყვნენ, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, რომლებიც სამკურნალოდ გადაიყვანეს. ჰუდის თქმით, სატვირთო მანქანიდან ამოღებული სხეულები „შეხებაზე ცხელი იყო“. ხელისუფლების განცხადებით, გამოძიებაში Homeland Security Investigations, აშშ-ს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ფილიალიც ჩაერთო, რომელიც სპეციალიზირებულია ადამიანებით ვაჭრობის საქმეებში. „ეს არაფერია, ვიდრე საშინელი ადამიანური ტრაგედია,” - განაცხადა სან ანტონიოს მერმა რონ ნირენბერგმა. აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის კომისარის კრის მაგნუსის თქმით,ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად, კონტრაბანდისტები ააგრძელებენ მოწყვლადი მოსახლეობის ექსპლუატაციას და ფინანსური სარგებლობისთვის მიგრანტების სიცოცხლისათვის დაუფიქრებლად საფრთხის შექმნას. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)