05:09 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 10:30:50, 713 ნახვა

რეგიონი
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი  დანერგასაწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, მათ შორის,  ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს წარმოებას. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. 

 უწყების ცბობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  „ყვარის მთა“  სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში,  რძის გადამმუშავებელ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა  დანერგა,  სახელმწიფო თანადაფინანსებამ  90 % პროცენტი, 13,500 ლარი შეადგინა.

რძის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს  სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე და თიანეთის მერი ლევან წიკლაური გაეცნენ.

„სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მათ შორის, ერთ-ერთი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაა. ამ მიზნით ხორციელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების დანერგვა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ.

თიანეთის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით მოქმედი პროექტები  მოტივაციაა  ადგილობრივი მოსახლეობისათვის, თავადაც  ჩაერთონ პროგრამებში და მიიღონ დაფინანსება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს, 19 მეპაიეს აერთიანებს.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 235,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები და  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა; კოოპერატივმა 302 ჰა  სათიბ-საძოვარი  25 წლიანი იჯარის უფლებით მიიღო.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics