|
2022-06-27 16:06:27, 945 ნახვა
მსოფლიო
G7 ქვეყნები - რუსეთის გაყინული აქტივებით, უკრაინაის დახმარების შესაძლო ვარიანტებს შეისწავლიან
G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიური დახმარების გაწევას. ლიდერების თქმით, ისინი გააგრძელებენ ძალისხმევის კოორდინაციას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის დასაკმაყოფილებლად. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელ და უკანონო დაპყრობით ომს და ბელარუსის დახმარებას. ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ რუსეთის შემდგომ მცდელობებს საზღვრების ძალის გამოყენებით გადაკვეთოს. ასვე ბირთვული რიტორიკის გამოყენებას. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინაციას G7-თან, რათა უკრაინას მატერიალური, სასწავლო, ლოგისტიკური, სადაზვერვო და ეკონომიკური მხარდაჭერა მივაწოდოთ მისი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. G7-მა, 2022 წელს 2,8 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ”,- ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი შეისწავლიან უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებების, ადრეული აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ვარიანტებს, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შეუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას და იმუშაონ ჩვენთან, რათა დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი მომავლის აღდგენაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ G7-ის წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უკრაინას განუსაზღვრელი მხარდაჭერა გაუწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)