06:08 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 12:39:09, 782 ნახვა

მსოფლიო
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

იაპონია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. შეზღუდვები მოიცავს რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას. ინფორმაციას NHK ავრცელებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ახალი სანქციები მოიცავს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთის ფედერაციისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ტრასტის და რიგი სხვა სერვისების მიწოდებას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ იაპონიის ახალი შეზღუდვები რუსეთიდან კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას გამოიწვევს. გარდა ამისა, იაპონიის პარლამენტმა აკრძალა საქონლის მიყიდვა 90 ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებულია თავდაცვის სექტორთან.

ცნობისთვის, Bloomberg-ის პორტალი იყო პირველი,  ვინც რუსულ ოქროზე ემბარგოს მომზადების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  დაადასტურა. მისი თქმით, აკრძალვას შეუერთდებიან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და იაპონია. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ოქროს ექსპორტზე ემბარგო დარტყმა იქნება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისთვის. ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 19 მილიარდ დოლარს დაკარგავს შემოსავალს. ბლინკენი მიიჩნევს, რომ ემბარგო დამატებით ზეწოლას გამოიწვევს რუსული ბაზრიდან ათასზე მეტი დასავლური კომპანიის გაყვანასთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics