|
2022-06-26 14:43:08, 1258 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი - უკრაინელებს არ უნდა ურჩიონ ცუდი მშვიდობით დაკმაყოფილდნენ და ტერიტორიის ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დათმონ
უკრაინელებს არ უნდა ურჩიონ „ცუდი მშვიდობით დაკმაყოფილდნენ“, როდესაც მათ შესთავაზებენ დათმონ თავიანთი ტერიტორიის ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ,- აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისას. პრემიერი G7-ის სამიტზე და მადრიდში ნატო -ს შეხვედრაზე გეგმავს გამოაცხადოს უკრაინის შემდგომი დახმარების გეგმა და ასევე მოუწოდოს მოკავშირეებს გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა ბრძოლაში, რომელსაც „პუტინის ბარბაროსობას“ უწოდებს მედიის ინფორმაციით, ჯონსონი გამოაცხადებს დაახლოებით 430 მილიონი ფუნტის გარანტიას მსოფლიო ბანკის კრედიტებისათვის. "მომავალი თაობები შოკირებული და შთაგონებული იქნებიან ჭეშმარიტად გმირული უკრაინული წინააღმდეგობით პუტინის ბარბაროსობის წინაშე. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. მაგრამ ამისათვის მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ახლა არ არის დანებების დრო", - დასძინა პრემიერმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მიმართავს ვიდეო ბმულით G7 ქვეყნებს - დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, იაპონიას, საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას. დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული სესხის გარანტიები უკრაინის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 1,5 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის. ბორის ჯონსონი ასევე მოუწოდებს დასავლელ მოკავშირეებს სანქციების გამკაცრებისკენ ვლადიმერ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)