|
2022-06-26 11:46:27, 1335 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - G7-ის ქვეყნები რუსული ოქროს ექსპორტს აკრძალავენ
რუსული ოქროს ექსპორტი აღარ დაიშვება დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-სა და იაპონიაში, მკაცრი ახალი ზომების გამო, რომელიც G7-ის სამიტზე გამოცხადდება,- წერს გავლენიანი გამოცემა Bloomberg. მედიის ინფორმაციით, ახალი სანქციის მიზანია ზეწოლა პუტინის ომის მანქანაზე. G7-ის ახალი გადაწყვეტილება სრულად გაწყვეტს რუსეთის, მსოფლიოში მეორე უდიდესი ოქროს მომპოვებლის კავშირს მსოფლიოს ორ მთავარ სავაჭრო ცენტრთან – ლონდონთან და ნიუ-იორკთან. რუსეთისთვის ოქროს მთავარი საეექსპორტო საქონელია. ბოლო მონაცემებით, მისი წილი რუსეთის ეკონომიკაში 12,6 მილიარდი ფუნტია. ლონდონი არის ოქროს ვაჭრობის მთავარი გლობალური ცენტრი და გაერთიანებული სამეფოს სანქციები, დიდ გავლენას მოახდენს ოკუპანტ ქვეყანაზე. „ზომები, რომლებსაც გამოვაცხადებთ, პირდაპირ დაარტყამს რუს ოლიგარქებს და დაარტყამს პუტინის ომის მანქანას.პუტინი ფლანგავს თავის კლებულ რესურსებს ამ უაზრო და ბარბაროსულ ომზე. ის თავის ეგოს აფინანსებს როგორც უკრაინელი, ისე რუსი ხალხის ხარჯზე. ჩვენ არ გვჭირდება პუტინის რეჟიმის დაფინანსება.",- განაცხადა ბრითანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს იმპორტის შეზღუდვები ახლა ვრცელდება 13,5 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების რუსულ ექსპორტზე. დიდმა ბრიტანეთმა ასევე სანქციები დაუწესა 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 100-ზე მეტ კომპანიას პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)