11:30 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 10:49:53, 1657 ნახვა

ომი უკრაინაში
სარაკეტო იერიში კიევზე - მაშველებმა ნანგრევებიდან 7 წლის ბავშვი ამოიყვანეს

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო  თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მისივე თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს. 

"მეგობრებო! შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები მუშაობენ ადგილზე, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია,“, - განაცხადა კლიჩკომ.

როგორც UNIAN იტყობინება, კიევის მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით  დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა . დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაზარალებულთა ვინაობა გამოაცხადა და  მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი დაადასტურა . შემდგომში ცნობილი გახდა, რომ კიევის რეგიონში ერთი საჰაერო თავდაცვის რაკეტა ჩამოაგდეს . მისი ნარჩენები ერთ-ერთი სოფლის განაპირას დაეცა, არავინ დაშავებულა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics