|
2015-02-05 12:39:36, 1301 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ეკონომიკური ზრდის ზუსტ პროგნოზს ვერ ასახელებს
"დღეს არსებული ინფორმაცია საშუალებას არ გვაძლევს, ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზი ვთქვათ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა მუშაობს, რათა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდეს. "ამ ეტაპზე მთავრობას პროგნოზთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რათა დავაზუსტოთ ჩვენი პროგნოზები. ამ ეტაპისთვის ჯერ გადახედილი პროგნოზი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის ჩვენს მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მაგრამ, დღეს არსებული ინფორმაცია ჩვენ საშუალებას არ გვაძლევს, რომ ვთქვათ ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზი. ამ ეტაპისთვის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის არის ისევ 5%", - აღნიშნა ხადურმა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკის ჩართულობას ლარის კურსთან დაკავშირებით, მინისტრის განმარტებით, ის თავად განსაზღვრავს,თუ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ბაზარზე. "ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვცვლით ინფორმაციას. იმის გამო, რომ ბაზარზე გაიზარდა ლარზე მოთხოვნა, მოხდა კურსის დასტაბილურება. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ის თავის ქმედებებში დამოუკიდებელია და თავად განსაზღვრავს რა ტიპის გადაწყვეტიებას მიიღებს ბაზარზე", - განაცხადა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)