|
2022-06-25 12:33:18, 1062 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგიაში ღამის კლუბში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა. პოლიცია თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს,- ამის შესახებშესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. სროლა ლონდონის პაბში მოხდა, რომელიც საკუთარ თავს „გეი შტაბს 1979 წლიდან უწოდებს“, იტყობინება ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NRK. არსებული ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე მოხცდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქი ყოველწლიური სიამაყის აღლუმისთვის ემზადებოდა. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა იყო საშინელი და შოკისმომგვრელი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ქცევის უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოტივი გაურკვეველია, სროლამ ლგბტქ თემში შიში და მწუხარება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ოსლოში ყოველწლიური სიამაყის აღლუმი უნდა გაიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)