|
2022-06-24 17:11:36, 1310 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ თბილისში, სასტუმრო "უინდემ გრანდ თბილისში" გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „მუნიციპალიტეტები მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისთვის," სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამუშაო ვერსიების ძირითადი საკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზანს ასევე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნული კუთხით მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და სამოქმედო გეგმების მომზადების, მონაცემების დამუშავების მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია. შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო" (CBIT ITF) ტექნიკური მხარდაჭერით. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ და მისი აღმასრულებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), განხორცილებას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)