|
2022-06-23 16:17:07, 955 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“, USAID-ისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს ერთობლივი პროგრამა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის
„საქართველოს ბანკი“ პარტნიორებთან ერთად მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE Entrepreneurship Academy-სა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პროექტი „ბიზ-ლინკი“, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით. ის მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო სემინარები. პროექტში 18 მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ჩართული. მათ მიიღეს ინფორმაცია და კონსულტაცია ისეთ თემებზე როგორიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიკაცია და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარება. ხოლო ინდივიდუალური საკონსულტაციო სემინარებზე შეიმუშავეს ექსპორტის სამოქმედო გეგმა და ბიზნეს გეგმები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად: 10 მცირე და საშუალო საწარმომ გამოავლინა სამიზნე საექსპორტო პროდუქტები და ბაზრები, რომელთაგან ნახევარი უკვე მოქმედებს მომზადებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად. (ექსპორტის მენეჯერების აყვანა, სამიზნე უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ვიზიტები და ა.შ.) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი, ექვსმა მცირე და საშუალო კომპანიამ 11 მლნ ლარის ოდენობით, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდა.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)