|
2022-06-23 13:23:28, 1008 ნახვა
მსოფლიო
ლიზ თრასი - მარცვლეულის კრიზისი ლიდერებმა უნდა მოაგვარონ, მსოფლიო შესაძლოა დამანგრეველ შედეგებამდე მივიდეს
უკრაინული მარცვლეულის კრიზისი გლობალურმა ლიდერებმა მომდევნო თვეში უნდა მოაგვარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო შესაძლოა დამანგრეველ შედეგებამდე მივიდეს,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა. თურქეთის დედაქალ ანკარაში ვიზიტისას თრასმა აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა, რათა რუსეთის მიერ ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდეს. " მარცვლეულის კრიზისი გადაუდებელია და უნდა მოგვარდეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავინახოთ დამანგრეველი შედეგები,პუტინი შიმშილს იარაღად აყენებს. ის იყენებს სასურსათო უსაფრთხოებას, როგორც ომის ამაღელვებელ იარაღს. მან დაბლოკა უკრაინის პორტები და აჩერებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში, ითხოვს გამოსასყოდს მსოფლიოსგან. ცხადია კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გადასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება. უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსული თავდასხმებისგან.'- დასძინა თრასმა პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)