|
2022-06-23 11:15:03, 889 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - G7-ის შეხვედრაზე უკრაინის დასახმარებლად „მარშალის გეგმის“ განხილვას ვგეგმავ
მსურს განვიხილო უკრაინაში „მარშალის გეგმის“ განხორციელების კონტურები შვიდეულის ჯგუფის ლიდერებთან ერთად,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. შოლცი იმედოვნებს ერთიანი ფრონტის შექმნას უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, როდესაც ის უმასპინძლებს G-7 ყოველწლიურ სამიტს ბავარიაში მომავალ კვირას. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ძალების ჯგუფს შეადგენენ აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია. „უკრაინის აღდგენა თაობების ამოცანა იქნება, ზოგიერთი რამ მახსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ქალაქების სურათებს. როგორც მაშინდელ ევროპას, უკრაინას დღეს სჭირდება მარშალის გეგმა მისი აღდგენისთვის”,- განმარტა კანცლერმა. შოლცის თქმით, მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო წლების განმავლობაში, უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ევროპული ქვეყნები, სხვა ძირითადი დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ. მან მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, G7-ის ლიდერებთან შეხვედრაზე მიიწვია. შეგახსენებთ ,რომ "მარშალის გეგმა" გულისხმობს აშშ-ს მიერ დაფინანსებულ გეგმას, რომელიც დაეხმარა ევროპის ეკონომიკის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)