|
2022-06-23 10:54:33, 1509 ნახვა
მსოფლიო
კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ზელენსკი ერთ დღეში 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა
უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო ერთი დღის განმავლობაში ტელეფონით 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ის ლატვიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, შვედეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ბელგიის, ავსტრიის, სლოვენიის, მოლდოვის და ასევე ლიეტუვის პრეზიდენტ ნაუსედას ესაუბრა. „ამ მარათონს ხვალ გავაგრძელებ - ჩვენი სახელმწიფოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ვუზრუნველყოთ. ხვალ ღამით ველოდებით საკვანძო ევროპულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)