|
2022-06-21 21:17:47, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - დღევანდელ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება უპერსპექტივოა, ეს მხოლოდ რუსეთის მარცხის დროს იქნება შესაძლებელი
დღევანდელ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება უპერსპექტივო და შეუძლებელია. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა. მისივე თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი მარცხის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. "დღევანდელ პირობებში სამშვიდობო ხელშეკრულება უპერსპექტივო და შეუძლებელია. ომის შეჩერება დღეს ნიშნავს სრულ უარს ჩვენი ხალხის უკრაინაში დაბრუნებაზე, სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთი გარდაუვალ მარცხს განიცდის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)