|
2022-06-19 20:33:45, 1675 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელი ფერმერები მარცვლეულის ალტერნატიულ მყიდველებს ეძებენ
სანამ გაერო, ევროკავშირი, უკრაინა და რუსეთი განიხილავენ შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის პირობებს, ფერმერები ექსპორტის ალტერნატიულ გზებს ეძებენ. როგორც Anadolu იუწყება, ახალი მოსავლის მოლოდინში, გასული წლის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით გადაჭედილი საწყობების დაცლას ცდილობენ. "ომი რომ არა, ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გაეყიდათ. ახლა ჩვენ გვჭირდება ახალი მყიდველები ან ტრანსპორტირების ახალი გზები“, - განმარტავს ფერმერი მაქსიმ ვორობიოვი. „გვინდა მოვწესრიგდეთ და ვიპოვოთ ლოგისტიკის სპეციალისტი, რომელიც დაგვეხმარება, ან გავაერთიანოთ რამდენიმე მცირე ფერმა, ვიყიდოთ მანქანები, რათა ჩვენ თვითონ შევძლოთ ჩვენი პროდუქციის ტრანსპორტირება“. სიტუაციის განვითარებას განსაკუთრებული დაძაბულობით უყურებენ ლიბიაში, ეგვიპტესა და ლიბანში - ამ ქვეყნებისთვის რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მომწოდებლები იყვნენ. "ჩვენ ახლა დაახლოებით 40 ათასი ტონა ხორბალი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რადგან ლიბანმა პორტში აფეთქების შემდეგ ეროვნული რეზერვები დაკარგა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, უკრაინასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ხორბლის შემდგომი მიწოდება ლიბანში გაგრძელდეს ყოველთვიურად." - აცხადებს ემინ სელამი ლიბანის ვაჭრობის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მხოლოდ ოდესის რეგიონის პორტებში 14 ქვეყნის დროშის ქვეშ მყოფი 39 გემი დაბლოკილია. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს სამოქალაქო საზღვაო ტრანსპორტის შეფერხებაში ადანაშაულებენ. კრემლი თანახმაა უზრუნველყოს გემების მარცვლეულით შეუფერხებელი გავლის გარანტიები, იმ პირობით, რომ უკრაინა გაასუფთავებს პორტებს ნაღმებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)