06:35 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 11:54:53, 672 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

აჭარაში ინოვაციების და ტექნოლოგიების  გრანტების პროგრამის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, საინვესტიციო კომიტეტის წევრები და კონკურსში მონაწილე სტარტაპები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ გამარჯვებულ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა და ქვეყანაში თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე  ისაუბრა.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ძალიან სწრაფად, ძლიერად ვითარდება როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში თქვენი მხრიდან მხარდაჭერილი იყოს იმ ახალი ინოვაციებით, იმ კრეატიულობით, რომელიც გვჭირდება ჩვენ და თანამედროვე ეკონომიკას.

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც,  პრიორიტეტი გახლავთ ადამიანური კაპიტალის განვითარება, ახალი ინოვაციების შექმნა. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით თითოეულ  თქვენგანს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია ამ ყველაფრის შესაძლებლობა, მოტივაცია, უნარები და ეს სამეწარმეო სულისკვეთება და მუხტი.  ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ინკლუზიური განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია იგრძნობოდეს ყველგან - ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში.

მინდა თითოეულ თქვენგანს მივულოცო ეს გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს არის დასაწყისი ახალი გამარჯვებების, იმ ძალიან გრძელი გზის, სადაც თქვენი ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქტები იქნება გამოყენებული" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.  სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა წელს მერვედ გამოაცხადა. ღონისძიებაზე 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა, თითოეული მათგანი 150 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics