|
2022-06-14 19:05:54, 1542 ნახვა
ომი უკრაინაში
რომის პაპი - უკრაინის წინააღმდეგ დაქირავებული მებრძოლების გამოყენება ამაზრზენი საქციელია
უკრაინის წინააღმდეგ დაქირავებული მებრძოლების გამოყენება ამაზრზენი საქციელია. - განაცხადა რომის პაპმა. მისივე თქმით, აქვს იმედი რომ რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდება და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრებენ. "უკრაინის წინააღმდეგ დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის სირიელებისა და ჩეჩნების გამოყენება ამაზრზენი საქციელია, იმედი მაქვს, რომ სექტემბერში კირილეს ყაზახეთში შევხდები, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე ვისაუბრებთ". - განაცხადა რომის პაპმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)