|
2022-06-14 10:07:35, 1531 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება, თუ რუსეთი მზად იქნება ომის დასასრულებლად
უკრაინა მზად არის დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ პირობით, რომ მტერს ნამდვილად სურს ომის დასრულება,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, ის მზადაა ესაუბროს პუტინს. „ჩვენ არ გვაქვს დრო საუბრისთვის, იმაზე რაც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ ეჭვი არ გვეპარება და ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად“,- განაცხადა ზელენკსიმ. ამასთან როგორც მანამდე, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დაჯდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არა დღეს და არა რუსეთის ფედერაციის პირობებით. „მათ აქვთ გარკვეული ილუზია, რომ ეს არის მომენტი, როდესაც აუცილებელია უკრაინის იძულება ევროპული საზოგადოებისა და ელიტის მეშვეობით, რათა დღეს ჩვენ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან მათ აქვთ ილუზია, რომ ისინი არიან მათი მზადყოფნის პიკში,“ - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)