|
2022-06-13 11:16:20, 1258 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Agro Management Group- მა ლაგოდეხში თხილის ბიზნესი გააფართოვა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი, აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ბანკთან პარტნიორობით Agri Management Group-მა ლაგოდეხში თხილის სასაწყობე და საშრობი საწარმო (ცენტრი) შეიძინა და ამით თხილის ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოვა. ცენტრში დღე-ღამის განმავლობაში 24 ტონა თხილის გაშრობა არის შესაძლებელი, ხოლო უშუალოდ საწყობის ტევადობა 400-500 ტონაა. თხილის ცენტრი კახელ ფერმერებს მოსავლის შემდგომი მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რომელიც მოიცავს თხილის გაწმენდას (მწვანე მასისგან, ფუჩეჩისგან გაცლა), გაშრობას და შენახვას თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. პროექტის საწყისი ინვესტიცია 1.5 მლნ ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა „საქართველოს ბანკის“ მიერ. „მოხარული ვარ, რომ ჩვენ პარტნიორთან ერთად კიდევ ერთი პროექტი განვახორციელეთ. ეს ჩვენი უკვე რიგით მეორე თხილის ცენტრია, რომლითაც მთლიანად მოვიცვით კახეთის ორი დიდი რეგიონი. პირველი ცენტრი მდებარეობს ყვარელში და მისი მშენებლობის ჯამური ინვესტიცია 500 000 აშშ დოლარია, ის ამ ტიპის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია საქართველოში. აღსანიშნავია, სოფლის განვითარების სააგენტოს, USAID-ის და კომპანია „ფერეროს“ დიდი როლი ამ ცენტრის შექმნაში. ახლა კი მეორე ობიექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე ლაგოდეხშიც შევიძინეთ. ამ ახალი ცენტრით ჩვენ შევძლებთ ვუზრუნველვყოთ თხილის ისეთი ხარისხის მდგრადობა, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის თხილს, როგორც ქართულ ენდემურ, ასევე ევროპულ ჯიშებს. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილ კომპანია „ფერერო“-სთან, რომელიც ჩვენი თხილის ცენტრებში გასუფთავებული, გაშრობილი და დასაწყობებული თხილის ძირითადი შემსყიდველია. ამ ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, დაგვიგროვდა საკმარისი გამოცდილება თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ფერმერს, მოიყვანოს და აწარმოოს უმაღლესი ხარისხის თხილი. გვჯერა, ამით მათ კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მოახდინონ ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაცია“,- განაცხადა დიმიტრი ალექსიძემ, კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა. „გვეამაყება რომ, მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო კიდევ ერთი, მდგრადი ბიზნესის განვითარებისთვის. Agri Management Group- თან ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს კომპანია არის საქართველოში უმაღლესი ხარისხის თხილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც პროდუქტის რეალიზაციას ახდენს „აგრიჯორჯიაზე“, რომელიც „ფერეროს“ შვილობილი კომპანიაა საქართველოში.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)