12:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 17:41:18, 1643 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ომში ყოველდღიურად 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

მისივე თქმით,  ომში რუსი ჯარისკაცების დანაკარგი გაცილებით დიდია და ომში 30 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

"3  ივნისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics