|
2022-06-11 13:50:05, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ვიზიტით იმყოფება
ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. - ნათქვამია ევროკომისიის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე თქმით, ისაუბრეს უკრაინის მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. "კარგია კიევში დაბრუნება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შევაფასებთ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა რეკონსტრუქციისთვის და ვისაუბრებთ უკრაინის მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)