07:26 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 18:46:27, 1756 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან შესახვედრად ჩავიდა.

დიდი ბრიტანეთის განცხადების მიხედვით, უკრაინელმა და ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა ასევე განიხილეს უკრაინაში შემდგომი სამხედრო დახმარების საჭიროებები

"სამუშაო ვიზიტი შედგა ამ კვირაში, რათა თავდაცვის მდივანს მიეცეს საშუალება, უშუალოდ გაიგოს, თუ როგორ ვითარდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული საჭიროებები, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ხასიათი კვლავ იცვლება". - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

.შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics