|
2022-06-08 13:08:49, 2431 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ძლიერ გაერთიანების მომავალს
ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განსაზღვრავს ევროკავშირის, როგორც ძლიერი გაერთიანების მომავალს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან განიხილა. „მე ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას. რა თქმა უნდა, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის შესახებ. ეს არის სავალდებულო თემა ჩემი ყოველი მოხსენებისთვის. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც სწრაფად მოქმედებენ და არ აყოვნებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ანჟეისთან უკრაინის კანდიდატის სტატუსი, ეს არის საკვანძო პოლიტიკური საკითხი ამჟამად. უახლოეს კვირებში ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ჩვენი კანდიდატურის განაცხადის შესახებ. მე მჯერა, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპული პროექტის შესახებ. იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი, როგორც მართლაც ძლიერ ასოციაციას”, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენკსიმ ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. „მე ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, შესაძლებლობებისა და ამჟამინდელი საფრთხეების შესახებ, უპირველეს ყოვლისა, დონბასსა და უკრაინის სამხრეთ რეგიონებში. მადლობელი ვარ პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის, რომ სრულად გაიგო ჩვენი საჭიროებები და მზადყოფნა მიაწოდოს უკრაინას ზუსტად ის იარაღი, რომელიც ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად გვჭირდება”, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)