|
2022-06-06 13:11:03, 937 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. აპრილში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია წლიური ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ეს მხოლოდ მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენს. ამავდროულად, გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაისის ინფლაციის დინამიკა, ფასების კვლავ მზარდ დინამიკაზე მიუთითებს. ამჯერად, მოლოდინების შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის მატებამ შეიტანა. 2022 წლისათვის, „თიბისი კაპიტალის“ განახლებული მაკრო მოლოდინები, მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, დღევანდელი გადასახედიდან, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ადრინდელი 5.5%-ზე მეტიდან, დაახლოებით 7.5%-მდე აიწევს. წლის ბოლო პერიოდის ინფლაციის მაჩვენებელი კი, არსებული 9.5%-დან, როგორც ჩანს მხოლოდ მცირედით გადაიხრება. "ლარის კურსის მხრივ, თავისთავად, ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება ძლიერი დარჩება. ამასთან, თუ საერთაშორისო მასშტაბით დოლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდა, რაც როგორც ჩანს ახლო მომავლის პერსპექტივა არაა და უფრო შემდეგ წლებში არის მოსალოდნელი, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად დოლარის შესყიდვის მიმართლდებით სავალუტო ინტერვენციებს ექნება ადგილი, ვიდრე ლარის ამასწინანდელ მაქსიმუმთან შედარებით უფრო მკვეთრ გამყარებას. ამავდროულად, რადგანაც სებ-ის 24 მაისის სავალუტო ინტერვენციის შემდეგ, გაუფასურების მოლოდინები მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, ვფიქრობთ, რომ შემდგომ ინტერვენციებს, მოლოდინების ცვლილების კუთხით, ასეთივე ნეგატიური ზეგავლენა არ ექნება,"- ვკითხულობთ ანგარიშში.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)