|
2022-06-01 14:18:12, 1607 ნახვა
რეგიონი
ირაკლი შოთაძემ აჭარის, დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი, ნათია მერებაშვილი, საოლქო პროკურატურების ხელმძღვანელები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა კოლეგებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების წარმატებული თანამშრომლები სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მადლობის სიგელებით, რანგის მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდებით და შესაბამისი სამკერდე ნიშნით სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სართანია დაჯილდოვდა. ირაკლი შოთაძემ ასევე, ქალაქ ზუგდიდში და ქუთაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და ამასთან, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, დაზარალებულებს შეხვდა. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან 30 მაისს აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)