02:31 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 13:56:15, 1122 ნახვა

სამხედრო
გენერალი, რომელსაც სირიელი ყასაბი შეარქვეს და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტს ხელმძღვანელობს, დღეებია არ ჩანს

გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, რომელსაც აპრილში უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ მეთაურობა დაევალა, ორი კვირაა ფრონტზე არ გამოჩენილა, წერს The New York Times. გამოცემის წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს სამხედროების გაყვანაზე მიუთითებს.

გენერალი არც მოსკოვში ჩანს და მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. პროექტი "სხემა" შეეცადა დაედგინა გენერლის ადგილსამყოფელის დადგენას, თუმცა უშედეგოდ. 

გამოცემა წერს, მიზანი რის გამოც გენერალი დაინიშნა ე.წ სპეციალური ოპერაციის მეთაურის პოსტზე, თავდაცვის სამინისტროს გეგმის ჩავარდნის გამო მოხდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ რუსეთის ჯარმა დასახული მიზნების მიუღწევლად დატოვა სამი მნიშვნელოვანი რეგიონი ჩრდილოეთ უკრაინაში: კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები და დაიძრა აღმოსავლეთისკენ. კრემლი მიიჩნევდა რომ "სირიელი ყასაბის" აღმოსავლეთის ფრონტის ვითარებას გააუმჯობესებდა.

დვორნიკოვის დანიშვნა, რომელიც 2015-2016 წლებში მეთაურობდა რუსული ჯარების დაჯგუფებას სირიაში, განიხილებოდა, როგორც ომში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარუმატებლობის აღიარება. დვორნიკოვს სამხედრო ნაწილებს შორის სუსტი კოორდინაციის დამყარება მოუწია.

61 წლის არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სამხედრო მეთაურად მიიჩნევა: მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომში;

ხელმძღვანელობდა რუსეთის ჯარებს სირიაში და ბოლო დრომდე იყო რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური.

ალექსანდრ დვორნიკოვმა სწორედ სირიაში „გაითქვა სახელი“, სადაც მას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი სისასტიკისათვის „სირიელი ყასაბი“ შეარქვეს. რუსი გენერალი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები არაერთხელ დაადანაშაულეს სამოქალაქო უბნებისა და საავადმყოფოების დაბომბვაში.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics