|
2022-05-31 15:50:18, 1626 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - უკრაინიდან მარცვლეულით გემების შეუფერხებლად გადაადგილებას ხელს შევუწყობთ, თუ წყლების განაღმვის პრობლემას მოაგვარებენ
რუსეთი მზადაა უკრაინის პორტებიდან ხმელთაშუა ზღვაში მარცვლეულით გემების შეუფერხებლად გადაადგილებას ხელი შეუწყოს, იმ პირობით თუ უკრაინა "მოაგვარებს თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვის" პრობლემას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციამ დიდი ხანია გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო მსოფლიოში წარმოქმნილი სურსათის პრობლემის გადასაჭრელად“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა ჰქონდა მხედველობაში. „ამისთვის (უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით გემების განბლოკვისთვის) აუცილებელია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა გაასუფთავონ სანაპირო წყლები, რომლებიც არის ტერიტორიულ წყლებში, უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში და რომლებიც დანაღმულია“, - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, უკრაინამ გაეროში განაცხადა, რომ რუსეთმა, რომელმაც ომი წამოიწყო, დარტყმა მიაყენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის თითქმის ყველა ექსპორტი შავ ზღვაში პორტების ბლოკირების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)