|
2022-05-31 14:04:38, 875 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მორიგ პროპაგანდასა და ტყუილში ამხილა
მინდა, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის, შესაბამისად „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოზე და ვამხილო ისინი ძალიან გააზრებულ და მიზანმიმართულ 4 ტყუილში, - ამის შესახებ პარტია „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი და სახელმწიფოს და ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. "1. მთელი გამოსვლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძე ცდილობდა, რომ მიზანმიმართულად დაეკნინებინა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა. ის საუბრობდა, რომ ამას არ მოჰყვებოდა აბსოლუტურად არანაირი კონკრეტული სარგებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჰგავს საფუძვლის შემზადებას ამ საკითხის ნიველირებისთვის. საფუძვლის შემზადებას უარის შემთხვევაში. ეს არის სახელმწიფოს და ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რა ტექნიკურ ნაბიჯებს მოიცავს კანდიდატობის სტატუსი, კანდიდატობის სტატუსი არის აუცილებელი ეტაპი წევრობისთვის. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ. რაც მთავარია, უკრაინაში ომის კონტექსტში, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი: ხარ ევროპის მხარეს თუ ხარ რუსეთის მხარეს. ამიტომ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლება გამოდის და პირდაპირ საუბრობს, რომ კანდიდატობა არაფერს არ ნიშნავს, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. 2. მეორე ტყუილი ეს არის გამონათქვამი, თითქოს საქართელო ასრულებს ყველა ვალდებულებას და არის მოწინავე ქვეყანა ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო აქტორების არაერთი შეფასება, მათ შორისაა, კარლ ჰარცელის გუშინდელი შეფასება. მან ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რას არ ასრულებს საქართველო - ეს არის არჩევნები, ეს არის 5 ივლისი ანუ ძალადობა, ეს არის ჟურნალისტების უფლებები, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს არის ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემა. ასევე, რა თქმა უნდა პოლიტიკური დევნა, ნიკა გვარამიას სრულიად უკანონო დაკავება, რომელიც ზუსტად ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინ მოხდა. შევახსენებ საზოგადოებას Amnesty International-ის მყისიერ დასკვნას, რომ გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. 3. მესამე ტყუილი - თუ ჩვენ არ მივიღებთ კანდიდატობის სტატუსს, ეს ნიშნავს, რომს ევროკავშირს არ აქვს ინტერესი საქართელოს მიმართ. ევროკავშირი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. მათ აქვთ და ჰქონდათ პოლიტიკური ნება მთელი ჩენი დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში. ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის ამ სურვილს, თუმცა, ამას სჭირდება კონკრეტული პირობები, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობა არ კატეგორიულად ასრულებს. 4. მეოთხე ტყუილი - რომ თითქოს ეს მთელი პროცესი და უარი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რაიმე კავშირშია არეულობასა თუ ომის სურვილთან. „ომის პარტია“, „ომის სურვილი“, „ომი იქნება“ ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომ გვათქმევინონ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე. ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი", - ამბობს ხოშტარია.
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ - პოლიციამ სამი პირი დააკავა თანასოფლელ მამაკაცებს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება
ვენსი: უკრაინა „გარკვეული გაგებით“ პარტნიორია, მაგრამ მან უნდა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დარტყმა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)