|
2026-10-20 11:08:03, 288 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყება
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივით „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ 2027 იწყება. ჯილდოს მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით, ასევე იმ მასწავლებლების აღიარება, რომელთაც ფინანსური განათლების გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ ბაზისბანკის მხარდაჭერით უკვე მეორედ ტარდება. კონკურსი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და წარმატებით განხორციელდა. 2026 წელს ჩატარებული ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებული გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას შუწყობენ ხელს, იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს და ახორციელებენ ინიციატივებს აღნიშნული მიმართულებით. გამარჯვებული მასწავლებელი ბაზისბანკისგან მთავარ პრიზს და ფულად ჯილდოს მიიღებს, ხოლო ფინალისტები ფულადი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცანით ბმულზე. ასევე, დაინტერესებული მასწავლებლებისთვის 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ „ფინედუსთან“ ერთად მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება საინტერესო ინიციატივების განხორციელებაში, რომელიც ფინანსური განათლების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
მიხეილ სააკაშვილი – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ
საგარეო ევროკავშირს საკონსტიტუციო სასამართლოს ზეწოლაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)