|
2022-05-31 14:04:39, 1383 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის კიდევ 2 რუსი სამხედრო გაასამართლეს
პოლტავას ოლქის სასამართლომ 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორ რუს ჯარისკაცს, ალექსანდრე ბობიკინს და ალექსანდრე ივანოვს, რომლებმაც ხარკოვის ოლქის მშვიდობიანი ადგილები დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Украинская правда“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სამხედროები დამნაშავედ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში ცნეს. პროკურატურამ მათთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - რაც შეიძლება მძიმე სასჯელი. ორივე რუსი მურმანსკის რეგიონში მსახურობდა. ბობიკინი იყო Grad-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის მძღოლი-მტვირთავი, ივანოვი იყო იმავე საბრძოლო მანქანის მსროლელი. დეკემბერში მათ შეატყობინეს სავარაუდო წვრთნების შესახებ ბელორუსის ტერიტორიაზე. თებერვალში რუსები ჩავიდნენ ქალაქ კურსკში, სადაც განაგრძეს ეს წვრთნები. თუმცა, თებერვლის მეორე ნახევარში ისინი უკვე გადავიდნენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რაიონში. იქ სამხედროებმა ბრძანებიდან შეიტყვეს მომავალი ომის შესახებ. 23 თებერვალს რუსულმა შენაერთებმა უკრაინის საზღვრიდან 4-6 კილომეტრის დაშორებით 6 რიგი მოაწყვეს. ამავდროულად, ბობიკინმა და ივანოვმა იცოდნენ, რომ ასეთ პირობებში იარაღი იმუშავებდა განურჩევლად და შეიძლება ის სამოქალაქო ობიექტებს მოხვედროდა. 24 თებერვალს, დილით, რუსებმა მეთაურისგან ცეცხლის გახნსის ბრძანება მიიღეს. თავდასხმების შედეგად ხარკოვის რეგიონის ორ სოფელში დაზიანდა ელექტრო ქვესადგური, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი კორპუსები და ლიცეუმი. 24 თებერვალს უკრაინელმა დამცველებმა დაამარცხეს დამპყრობელთა კოლონა. ამის შემდეგ ორივე ბრალდებული 3 დღის განმავლობაში იმალებოდა, შემდგომ კი უკრაინელ სამხედროებს ჩაბარნენ. ბობიკინმა და ივანოვმა დანაშაული სასამართლოზე აღიარეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე 23 მაისს კიევის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს ომის დანაშაულისთვის პირველი სასჯელი გამოუტანა. სუმის რაიონის სამოქალაქო მკვიდრის მკვლელობაში ბრალდებულ რუს სამხედრო ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)