|
2022-05-30 23:07:53, 10281 ნახვა
ეკონომიკა
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა area-ს საშუალებით
უძრავი ქონების ყიდვა გინდა და ძებნის პროცესში დაიღალე იმედგაცრუებებით? მაშინ, აუცილებლად უნდა ეწვიო უძრავი ქონების ყველაზე დიდ პლატფორმას area.ge, რომელიც გაგიმარტივებს არა მარტო ძებნას, არამედ ყველა ასპექტში შენს გვერდით იქნება და დაგეხმარება მარტივად მართო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესები. area.ge უკვე სამ წელზე მეტია არსებობს და მისი მრავალფეროვანი ფუნქციონალით, საიტის მარტივი ინტერფეისითა და განცხადებების აურაცხელი რაოდენობით უადვილებს როგორც მაძიებელს, ასევე მესაკუთრეს ნებისმიერი ტიპის ქონების ყიდვა-გაყიდვას. არეაზე შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით მოძებნო ბინები, მიწის ნაკვეთები, საოფისე ფართები, ისე რომ ბოლო ეტაპამდე არ დაგჭირდეს იმ ქალაქსა თუ რეგიონში ჩასვლა, სადაც აპირებ ქონების შეძენას. როგორც უკვე აღინიშნა არეას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა განცხადებების მრავალფეროვნებაა, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ის საკითხი, რომ თითოეულ განცხადებას თან ახლავს რეალური ფოტოები და დეტალური დახასიათება, რაც ამარტივებს პირველად შეფასებას და მაძიებელს უქმნის წარმოდგენას ქონების შესახებ. გარდა ამისა, არეას საიტზე ჩაშენებული საძიებო ფილტრი იძლევა საშუალებას მოძებნოთ ბინები, ოფისები, მიწის ნაკვეთები მთელი საქართველოს მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციაზე. პირობითად თუ თქვენ ეძებთ მიწის ნაკვეთს კოჯორში, სადაც სამომავლოდ ააშენებთ აგარაკს, შეგიძლიათ არეას ძებნის ფილტრში მიუთითოთ კოჯორი და ათიათასობით განცხადებაში საიტი წარმოგიდგენთ მხოლოდ ამ ლოკაციაზე არსებულ მიწის ნაკვეთებს. ეს ნიშნავს, რომ ტყუილად არ დაიღლებით უამრავი, თქვენთვის უინტერესო განცხადების კითხვით და მხოლოდ იმაზე შეაჩერებთ არჩევანს, რომელიც თქვენს მოთხოვნებს ერგება. თუ თქვენის მიერ შერჩეული უძრავი ქონების ფასი გაფიქრებთ და გაინტერესებთ, მისი რეალური საბაზრო ღირებულება, არეას პრემიუმ სერვისი ქონების შეფასება დაგეხმარებათ რეალობის დადგენაში. ქონების შეფასების კუთხით, არეას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მსურველს შეუძლია ისარგებლოს შეფასების სერვისით საცხოვრებელი სახლის, ბინის, საოფისე თუ კომერციული ფართის, ან მიწის ნაკვეთის შემთხვევაში. არეა მომხმარებელს სთავაზობს შეფასების სამ განსხვავებულ მეთოდს: საორიენტაციო შეფასება სრულიად უფასოა, თავადვე შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენს ინტერესებში არსებული ქონების შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას, უკვე განთავსებული, მსგავსი განცხადებების მიხედვით. სარეკომენდაციო შეფასების შემთხვევაში არეაზე უნდა გააკეთოთ განაცხადი, შეავსოთ აპლიკაცია, მონიშნოთ სარეკომენდაციო შეფასება და სულ რაღაც 4 საათში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების დასკვნას. პროფესიონალურ შეფასებას მაშინ მიმართავენ თუ ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი სჭირდებათ. ამისათვის უნდა გაკეთდეს განაცხადი არეაზე და 1 დღეში მეილზე მიიღებთ საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილ, სრულფასოვან დოკუმენტს, არეას სანდო პარტნიორისგან Cushman & Wakefield-გან. არეა გადაგიჭრით უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და მუდმივად თქვენი მეგზური და გულშემატკივარი იქნება.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)